„როდესაც რომელიმე პარტია, (ამ შემთხვევაში ჩვენზე და ან სხვაზე საუბარი არ არის, მსოფლიოში ასეა), დიდი დროით ასწრებს კანდიდატების დასახელებას და ამას ახერხებს ვიდრე სხვა პარტიები, ეს მას გარკვეულ ფორას აძლევს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ამისა ჩვენი ოპონენტები კანდიდატებს ჯერ ვერ ასახელებენ, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა ისიც მხოლოდ მერობის კანდიდატი, სხვაგან ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არცერთი კანდიდატი დასახელებული არ ჰყავთ. ეს არ ვიცი შიდა ბრძოლის გამოა, ან რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ყოველ შემთხვევაში, კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავადაც კი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას. ეს ჩვენ, სუბიექტურად გარკვეულ ფორას გვაძლევს და ამის გარეშეც ჩვენ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ.
კარგი იქნება, თუ ის ინფორმაცია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების ბოიკოტირებას აპირებს, მცდარი აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ისინი ძალიან ცუდ და უხერხულ მდგომარეობაში ჩადგებიან. მე ვფიქრობ, რომ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოუწევთ და მათი მარცხის შეგუებაც არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.