logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება
- +

10 აგვისტო. 2021. 15:35

 

 

„ამ ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები - თვითმმართველობის არჩევნებზე დამოკიდებული იქნება მხოლოდ ის თუ ვინ იქნებიან მერები და საკრებულოს წევრები,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მდინარაძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ არის საპარლამენტო არჩევნების მსაზღვრელი და 2024 წლამდე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება.

 

მისივე თქმით, 2024 წელს ვისაც ხალხი აირჩევს ის გააგრძელებს მუშაობას როგორც მართველი გუნდი.

 

„რიგგარეშე არჩევნები გამორიცხული იყო იმ შემთხვევაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვიფიქროთ 43%-ზე დაბალი მივიღოთ, ამ შემთხვევაში მითუმეტეს გამორიცხულია, როდესაც არაფერ შუაში არ არის თვითმართველობის არჩევნები იმ არჩევნებთან, რომელიც თქვენთვის შეიძლება სასურველი იყოს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით კონსტიტუციის ჩარჩოში ჩაჯდომაზე, სწორი დემოკრატიის დამკვიდრებაზე და ანულირებაზე, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ამას ვგულისხმობდით. ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წავედით და მეორე მხრიდან, როდესაც კომპრომისები ვერ ვნახეთ და ვერც ამ დადებული კომპრომისების აღსრულება, ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ არ უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმული საპარლამენტო არჩევნების ბედი. ამ ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, როგორც ეს კონსტიტუციით არის გაწერილი. თვითმმართველობის არჩევნებზე დამოკიდებული იქნება მხოლოდ ის, თუ ვინ იქნებიან მერები და საკრებულოს წევრები.

 

რაც შეეხება ხელისუფლებაში ყოფნას, არ შეიძლება რომელიმე პასუხიმგებლიანმა პოლიტიკოსმა საპარლამენტო ვადის შემდეგ პერიოდზე წინასწარ დარწმუნებით ისაუბროს. 2024 წლამდე, როგორც ეს ხალხის არჩევანია, „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებში და 2024 წელს ვისაც ხალხი აირჩევს, ის გააგრძელებს მუშაობას, როგორც მართველი გუნდი“, - განაცახადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner