logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ბევრისთვის დმანისში იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრებიც 2024 წელს გავხდებით
- +

10 აგვისტო. 2021. 17:12

 

 

„პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის დმანისში იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები 2024 წელს გავხდებით,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დმანისის მერობის კანდიდატის, კობა მურადაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო ლიდერი ევროპული რეგიონებით, სადაც ევროპული ცხოვრების სტანდარტები შემოვა.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას დმანისის ტურისტულ პოტენცილსაც გაუსვა ხაზი.

 

„მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მოგმართოთ სილამაზით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან-საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მრავალფეროვანი მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობებით, სადაც ყველა ერთად შრომობს და ერთად უძღვება ყოველდღიურ საქმიანობას. აქ არ შეიძლება არ შეამჩნიო ველები და ფერდობები, რომელიც დამუშავებულია, მოვლილია, რითაც ჩანს თუ რამდენად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ. ისინი არჩენენ ოჯახებს, ქვეყანას, ქმნიან დოვლათს. ბევრი საწარმო გაიხსნა, ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა. ვიცი, ძალიან ბევრია დაკავებული მეცხოველეობით. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით ჩვენ ნამდვილად გვაქვს მრავალფეროვნება, აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია, თუმცა მე ამჯერად ხაზგასმით აღვნიშნავდი ტურისტულ პოტენციალს, რომელიც რეგიონს გააჩნია. პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის აქ იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები ჩვენ 2024 წელს გავხდებით და გავხდებით ლიდერი, ევროპული რეგიონებით, სადაც შემოვიტანთ ევროპული ცხოვრების სტანდარტებს. მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მე განსაკუთრებით ვისურვებდი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმისთვის გახდეს ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. ყველამ უნდა ისიამოვნოს იმ ციხესიმაგრეებით, გარემოთი, ბუნებით, ხალხის სიყვარულით, რომლითაც ნამდვილად გამოირჩევა დმანისი“, - განაცხადა კუჭავამ.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომერემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას სჭირდება ძლიერი საკრებულო, სადაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობას აუცილებლად მოიპოვებს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული. ვიხილავთ ბევრ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც ამ უნიკალური ისტორიით, ტრადიციით და კულტურით მიიღებენ სიამოვნებას, აქაც დატოვებენ თავიანთ დოვლათს და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მთავარია, ძლიერად ფეხზე მდგომი. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რომელიც გახლავთ იურისტი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თავისი მხარე, და რომლის წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მას სჭირდება ძლიერი საკრებულო, სადაც აუცილებლად მოვიპოვებთ უმრავლესობასაც და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საბოლოო წარმატების შედეგი დაიდება“, - განაცხადა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner