„რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა თურქეთის ტყის ხანძრების დროს საქართველოს მიერ გამოხატული სოლიდარობისთვის,“ - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივად იმუშავებენ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე, რეგიონში ახლად გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებით,“- აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.