logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს
- +

11 აგვისტო. 2021. 10:32

 

 

„რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა თურქეთის ტყის ხანძრების დროს საქართველოს მიერ გამოხატული სოლიდარობისთვის,“ - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

მათი ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.

 

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივად იმუშავებენ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე, რეგიონში ახლად გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებით,“- აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner