დიდგორის ომის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, თათა სვანიძემ განაცხადა, დიდგორობის დღესასწაული წელს განსხვავებულად და განსაკუთრებულად აღინიშნება და ის, პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
„წელს დიდგორობის დღესასწაული იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული, პირველი რიგში, თარიღიდან – 900 წლის იუბილიდან გამომდინარე. ეს იქნება სატელევიზიო პროექტი, რომელიც 20:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიების რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც სპეციალურად დიდგორობისთვის, შექმნა როგორც ახალი მუსიკალური, ასევე არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ნომრები. პროექტის დამდგმელი მხატვარია თამარ ფოცხიშვილი. დიდგორი არის ერთიანობის სიმბოლო და ღონისძიების კონცეფციაც არის გამარჯვება და ერთიანი საქართველო, რომელთანაც დიდგორი ასოცირდება“, – განაცხადა თათა სვანიძემ.