„ახლა გავიგე, რომ ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადრე თანამოაზრეები მეგონა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ახლა გავიგე, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადრე თანამოაზრეები მეგონა. ალბათ, რაღაც პოლიტიკური კონსულტაციების შედეგია, მაგრამ რას ემსახურება, არ ვიცი, არ ვარ ჩახედული“, - განაცხადა სერგეენკომ.
წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.