logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია
- +

18 აგვისტო. 2021. 10:50

 

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაა, რაც გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც გამოიწვევს. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამისთვის ვაქცინაცია და მოქმედი რეგულაციების მკაცრად დაცვაა აუცილებელი.

 

„შემთხვევების ამ კატასტროფული ზრდის ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია. ქვეყნის მთავარი ამოცანაა, როგორმე შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება, მეორე არის ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება. სწორედ ამიტომ, წინასწარ მივიღეთ პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner