„მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ეს საქმით ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ თბილისში ერთობლივი კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.
„მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ, თუმცა ვერც ერთხელ საქმით ეს ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. შეიძლება წინასაარჩევნოდ ცდილობენ, ერთად იყვნენ, თუმცა ეს მხოლოდ მცდელობაა, და ამის ნიშნები უკვე ჩანს“, - აცხადებს კუჭავა.
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილის პარტიას დედაქალაქში მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ჰყავს, რომელიც ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან სამგორში - დათო ჟღენტი, ისანი - ბესო დონაძე და ჩუღურეთში - გიორგი ნონიაშვილი, „დროადან“ გლდანში თავად ელენე ხოშტარია, ვაკეში ბათუ ქუთელია იქნება კანდიდატი, კრწანისში - თამაზ ახობაძე. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პარტიას; დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდა - თენგიზ კირთაძე და საბურთალოზე კანდიდატია - ბორის ყურუა.