logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სექტემბერში მექნება აქტიური პოლიტიკური ჩართულობის პერიოდი, მათ შორის მედიაში
- +

30 აგვისტო. 2021. 18:47

 

„2016 წელს ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, 2016 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ამ ფუნქციას აქვს თავისი სპეციფიკა და დატვირთვა. ვინც ერკვევა შტაბის მუშაობის სპეციფიკაში, ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან დიდი დროსთან“, - ასე განმარტა „პალიტრანიუსის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძე, თუ რატომ არ აქტიურობს საჯაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

 

„დიდი დრო სჭირდება თითოეული დეტალის მოწესრიგებას. ჩვენ 1500-მდე ადამიანი გვყავს გასაყვანი საკრებულოში - ჩვენი კანდიდატები პროპორციული და მაჟორიტარული სიიდან, შესაბამისად, 1500-მდე გამსვლელი კანდიდატი გვყავდა შესარჩევი ამ დროის განმავლობაში, რაც არის ძალიან შრომატევადი საქმე. ამას სჭირდება დაგეგმვა, ორგანიზება. მთლიანად კამპანიაა დასაგეგმი, როგორც „პიარის“, ასევე შტაბების ფორმირების ნაწილში.

 

შარშან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, იგივე სახით ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაშინაც ნაკლებად ვაქტიურობდი საჯაროდ, არ ვესწრებოდი არც ერთ წარდგენას. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ რაჭაში დავესწარი წარდგენას. მაშინაც მქონდა იგივე დატვირთვა დროის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მაშინაც იყო იგივე სპეკულაციები. სატელევიზიო სეზონი იყო დახურული და იყო პასიური რეჟიმი, სექტემბერში მექნება აქტიური პოლიტიკური ჩართულობის პერიოდი, მათ შორის მედიაში. რაც შეეხება წარდგენას და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, გამიჭირდება აქ უშუალოდ ჩართვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner