logo_geo
eng_logo
დავით კინწურაშვილი: ჩემი ცხოვრება კადრშიც და კადრს მიღმაც თეატრია
- +

25 ივლისი. 2016. 00:35


დავით კინწურაშვილი ორი წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. „თბილისელებთან" საუბრისას კინწურაშვილმა თავის ორწლიან მუშაობაზე და ცხოვრებაში განვლილ სირთულეებზე ისაუბრა.

 

 

 

 „რთული ორი წელიწადი იყო, მაგრამ საინტერესო, ჩემთვის ბევრის მომცემი. უპირველესად კი, ეს იყო დიდი გამოცდილების ორი წელი როგორც პროფესიული თვალსაზირისით, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით.

 

ვერასდროს გავძლებ ისე, რომ ხელოვნებას მოვწყდე. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ჩემს დანიშვნას ამ პოზიციაზე გაურკვეველი ხმაურიც მოჰყვებოდა. ამ სამყაროს, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული კულისები აქვს.

 

მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი, ვინც თბილისში ოპერის თეატრში იდირიჟორა.

 

მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ამდენ შემოტევას გაუძლებდა, რაც მე მქონდა. ხელოვანისთვის ეს იოლი არ არის.

 

დირიჟორის ცხოვრება სტანდარტული არასდროს არ არის. ჩემთვის უცხოეთში ცხოვრება და მუშაობა ბევრად დიდი კომფორტი იყო. თუმცა იმ სამყაროშიც დიდი კონკურენცია და ბევრი გამოწვევაა. ყველა წარმატება მაინც დიდი შრომის შედეგია.

 

ჩემი ცხოვრება კადრშიც და კადრს მიღმაც თეატრია. ბოლო პერიოდში მაინც ყველაფერი ოპერის ირგვლივ ტრიალებს. ჩემთვის ყველაფერი აქ ხდება, არ არსებობს პირადი, ოჯახი, მეგობრები. ისინი უკვე შეგუებულები არიან ჩემს ასეთ ცხოვრებას.

 

ძალიან ბევრი გატაცება მაქვს. ადრე კოლექცია მქონდა  - ძველ აფიშებს, ბუკლეტებს ვაგროვებდი, ყველაფერს, რაც მუსიკალურ სფეროს და ოპერას უკავშირდებოდა. მერე ვიფიქრე, თავი შემეკავებინა, რადგან არანორმალურად ბევრი რამ დამიგროვდა.

 

მიყვარს ხატვა, ვმუშაობდი ხეზე, მარმარილოზე. ბოლო წლებია თანამედროვე მხატვრების ნახატებს ვაგროვებ. ყველაფერს ვსწავლობ ნელა, მაგრამ კარგად", - ამბობს დავით კინწურაშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner