logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: მმართველი პარტია მზად არის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის დასაწყებად
- +

26 ივლისი. 2016. 11:07



თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძირითადი პარტია მზად არის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის დასაწყებად. მისივე თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან თანამშრომლობით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მოამზადებს.


პრემიერმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ორი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერების შეხვედრაზე იქნა მიღებული.


უცნობია, კონკრეტულად რა სახის ცვლილებები იგეგმება კონსტიტუციაში. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურა, მაგალითად ჟანდარმერია და სამაშველო სამსახური, სამოქალაქო სამინისტროების კონტროლს დაექვემდებარება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner