logo_geo
eng_logo
დავით გოგიშვილი: საკუთარი ქოლგა არ გამაჩნია საქართველოში, რომ როცა გაწვიმდება, თავი შევაფარო
- +

26 ივლისი. 2016. 12:06



„GDS"-ის თანამშრომელი, ისტორიკოსი და ბლოგერი დათო გოგიშვილი გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მან საქართველოს დატოვება და რუსეთში წასვლა გადაწყვიტა.



„საზღვარგარეთ წასვლა დიდი ხნის წინათ მქონდა გადაწყვეტილი. ზოგადად, ჩემი თბილისში ცხოვრების პერიოდში, სხვადასხვა სფეროში ვცადე ბედი, მაგრამ რეალურად, ჩემი ცხოვრებისეული ამოცანები, ვერც მატერიალური, ფინანსური და კიდევ სხვა თვალსაზრისით, აბსოლუტურად ვერ გადავწყვიტე.

 

„რუსთავი 2"-ში რომ ვმუშაობდი, იმ წლებიდან მოყოლებული ვფიქრობდი საზღვარგარეთ წასვლაზე, მაგრამ მიჭირდა ამის გაკეთება, ჯერ ერთი, მატერიალური თვალსაზრისით, მერე იმიტომ, რომ კონკრეტული გარანტიები არ მქონდა რომელიმე ქვეყნიდან, რომ იქ წავსულიყავი, ამიტომ თავს ვიკავებდი. შესაბამისად, როდესაც ახლა მომეცა ამის საშუალება, ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან 39 წლის ვარ, ჩემი შრომით და იმ შესაძლებლობით, რაც ცხოვრებამ მომცა, საკუთარი ქოლგა არ გამაჩნია საქართველოში, რომ როცა გაწვიმდება, თავი შევაფარო. შესაბამისად, სხვა გამოსავალი არ მქონდა, იმის გარდა, რომ საზღვარგარეთ მეცადა ბედი", - ამბობს დათო გოგიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner