„ჰოდა, აი, ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!“ - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც თავის facebook სტატუსში აზიარებს ტელეკომპანია POSTV-ის მიერ დღეს ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციის ფოტომასალას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა ჩანს.
„აი, რატომ ეზიზღება ნაცმოძრაობა ხალხს. ეს რეგვენი წერს „ოცნებას“ ამომრჩეველი კანტი-კუნტად შერჩაო. იმ „ოცნებაზე“ წერს, აი, მათივე დაწესებულ რეფერენდუმზე რომ მუხლზე გადაიმტვრია მთელი ოპოზიცია, 64-დან 44 ოლქი რომ მოიგო და დანარჩენ 20 ოლქში, რომ ყველა „ოცნების“ კანდიდატია. ჰოდა, აი, ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!“ - წერს ქადაგიძე.