logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს იმუქრებიან გავერთიანდითო - რეალურად არასოდეს ყოფილან ცალ-ცალკე
- +

23 ოქტომბერი. 2021. 23:05

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს. მისი თქმით, ოპოზიციის კოალიციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და დაგეგმილ შედეგზე ვერ გავიდა. ანალოგიური მოლოდინია ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

 

„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, არასოდეს დაშლილან და რეალური კონკურენცია ერთმანეთთან არ ჰქონიათ. მათ ყოველთვის ჰქონდათ გაერთიანების სურვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა კახა კალაძეს ემურებოდნენ, რომ გავერთიანდითო“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაანონსებული რეფერენდუმი ვერ შედგა.

 

 „მათ დაგვიანონსეს რეფერენდუმი და ჩვენ ვთქვით, რომ ეს სამართლებრივად ღიმილის მომგვრელია, ესაა უცოდინრობა, როგორ შეიძლება მუნიციპალური და ადგილობრივი არჩევნები იყოს რეფერენდუმი. მაგრამ ეს რეფერენდუმიც წააგეს. ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ზე მეტსო. ჩვენ ვამბობდით, რომ გავიმეორებთ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ მხარდაჭერას და ასეც მოხდა, საზოგადოებამ მოგვცა მაღალი ლეგიტიმაცია ადგილობრივ არჩევნებში. დღეს რასაც ატყუებენ ხალხს და ასაღებენ, რომ გაერთიანდნენ და კოალიციური მთავრობა შექმნეს, ესაა მაინც ერთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი სხვადასხვა ფერებში, სხვა და სხვა ნომრებში და ლიდერებიც კი, რომლებიც მაგიდის გარშემო იკრიბებიან, თავის დროზე მათი უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წარმომადგენელი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner