ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ელექტორატის აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი აქვს. მან „ქრონიკაში“ ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ ვერ დასრულდა პირველივე ტურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
„სამწუხაროდ პირველ ტურში ვერ შევძელით ბათუმში თვითმმართველობის არჩევნების დასრულება, თუმცაღა მეორე ტურის წინ ჩვენ გამოცხადებული გვაქვს მობილიზება. მათ შორის იმ ადამინების, ვინც ვერ დავაინტერესეთ და ვერ მივიყვანეთ არჩევნებზე პირველ ტურში. აქ ბუნებრივია იყო ობიექტური მიზეზები, ახლა კი ჩვენი ხედვა და მოქალაქეების ჩართულობა გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ მხარდაჭერას, მეტადრე, როცა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად იგივე მოცემულობიდან ჩვენ გავაორმაგეთ მხარდაჭერა და ახლაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.