logo_geo
eng_logo
სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
- +

24 ოქტომბერი. 2021. 10:30

 

 

სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.

 

კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს. საწარმოში, წელს პირველად, 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.

 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

 

„ჩვენი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის გადამმუშავებელი 26 კოოპერაციული საწარმოა შექმნილი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის კარგის საშუალება იმისათვის, რომ გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი და შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირველადი წარმოებისას, ასევე, გადაამუშაოს პროდუქცია და მეტი შემოსავალი მიიღოს დამატებითი ღირებულების სახით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

 

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის მოსახლეობისთვის.

 

პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12,4 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner