დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 436 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი.