ბათუმში თამარ მეფის გამზირის N54-ში და ხინიკაძის ქუჩის N4-ში მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, უახლოეს პერიოდში ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახის წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა.