logo_geo
eng_logo
„დარწმუნებული ვარ, ბევრი უზუსტობაა“ - მეტრეველი „იავნანასთან“ დაკავშირებულ მასალაზე
- +

28 ივლისი. 2016. 16:23



„სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ფონდ „იავნანაში" შესული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი.


მერაბ მეტრეველს „პრაიმტაიმის" მისამართით კითხვები აქვს.


„ციფრებზე ვერ ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, აქაც ბევრი უზუსტობაა. ციფრებზე კი არა, სტატიაზე ვდავობ, სადაც ადამიანს დააბრალეს დანაშაული, ფაქტობრივად, თანხების მითვისება, ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ", - წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმის" მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, „იავნანამ" ხალხის შემოწირულობებით მიღებული შემოსავლებიდან ქველმოქმედებაში მხოლოდ 27% დახარჯა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner