logo_geo
eng_logo
დავით ბერძენიშილი: თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან
- +

28 ივლისი. 2016. 18:37



რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „იმედდთან" საუბარში განაცხადა, რომ „რესპუბლიკელი" მინისტრები ასრულებენ იმ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ მთავრობის სხდომას არცერთი მათგანი არ ესწრებოდა, რადგან თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან.

 

„უსუფაშვილმა პარტიის ოფისში თქვა, რომ ჩვენი მინისტრები ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიან მინისტრები.თინა ხიდაშელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაატა ზაქარეიშვილს - გერმანიაში. ორივე მათგანი ჩამოვიდა. ბუნებრივია, რომ არცერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე - ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. არის რაღაც რამდენიმედღიანი პროცედურა, რომელიც დასამთავრებელია. ისინი მინისტრები არ არიან", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner