საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამწუხარო პრაქტიკა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა პირადი ექიმების, მასაჟისტების, თუ ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ბიუჯეტის ხარჯზე არც ერთი საჯარო მოხელის ან მაღალჩინოსნის პირადი ინტერესები არ დაკმაყოფილებულა.
„სამწუხარო პრაქტიკა იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მათი პირადი ექიმები, მასაჟისტები, ოჯახის წევრების სწავლა დაეფინანსებინათ. ეს იყო მანკიერი პრაქტიკა, რასაც ისინი ფართოდ იყენებდნენ. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს არც ერთი ასეთი ფაქტი არ მოიძებნება, როდესაც ბიუჯეტის კმაყოფაზე, რომელიმე საჯარო მოხელის ან მაღალჩინოსნის პირადი ინტერესები დაკმაყოფილებულიყო“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
სააკაშვილის პირადი ექიმის ხარჯებს სახელმწიფო ფარავდა - რა წერია გრიფით საიდუმლო დოკუმენტში.