logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: 29 ოქტომბერს, მელიქიშვილის გამზრზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სიმბოლურ აქციას - „სააკაშვილი გურამ შარაძის მკვლელია!“
- +

28 ოქტომბერი. 2021. 00:01

 

 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო!  კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბო:  პარასკევს, 29 ოქტომბერს, 18.30 საათზე, მელიქიშვილის გამზრზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სიმბოლურ აქციას - „სააკაშვილი გურამ შარაძის მკვლელია!““, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„როგორც ადრე, არც ახლა იქნება სიტყვით გამოსვლა,  მხოლოდ თითო სანთელი ავანთოთ.

დაე, იყოს ასე - ,,სანთლების აქცია“!

გურამ შარაძის გარეშე, ამ პროცესებმა არ უნდა ჩაიაროს!

ვინც მეთანხმებით და შეგიძლიათ მოსვლა, გელოდებით“, - წერს შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner