„ჩემო საყვარელო მეგობრებო! კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბო: პარასკევს, 29 ოქტომბერს, 18.30 საათზე, მელიქიშვილის გამზრზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სიმბოლურ აქციას - „სააკაშვილი გურამ შარაძის მკვლელია!““, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ადრე, არც ახლა იქნება სიტყვით გამოსვლა, მხოლოდ თითო სანთელი ავანთოთ.
დაე, იყოს ასე - ,,სანთლების აქცია“!
გურამ შარაძის გარეშე, ამ პროცესებმა არ უნდა ჩაიაროს!
ვინც მეთანხმებით და შეგიძლიათ მოსვლა, გელოდებით“, - წერს შარაძე.