logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილი: დამრჩა შთებეჭდილება, რომ ირაკლი შოთაძე მზად არის თანამშრომლობისთვის
- +

28 ივლისი. 2016. 19:03



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პროკურორი საქმის დეტალებში თავად გაერკვევა და როგორც აღნიშნა, შოთაძე მზად არის თანამშრომლობისთვის.



„ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ბატონ ირაკლი შოთაძესთან. ასევე,  წავაყენეთ პრეტენზიები, რაც   გვქონდა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როცა ჩვენს წერილებზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა. მთავარმა პროკურორმა გვითხრა, რომ ამ საქმეში თავად გაერკვევა. თავად შოთაძე არ იყო მაშინ მთავარი პროკურორი.  დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი შოთაძე მზად არის თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.


პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს, ამასთან, მან მთავარ პროკურორს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მთავარია, დაცული იყოს ყველა, ვისზეც ხორციელდება ზეწოლა, იმისთვის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან.



„მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესები და არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ეს შედის არა მარტო ჩვენს ინტერესებში, არამედ, როგორც მთავარმა პროკურორმაც განაცხადა, ეს არის მათ ინტერესებშიც. დეტალებზე, რა თქმა უნდა, ვერ გესაუბრებით, რადგან ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. მე გარკვეული ინფორმაცია  მივაწოდე,  ოღონდ არა გამოკითხვის რეჟიმში, მათ შორის კერძო ბიზნესთან დააკავშირებით, რომელიც მოსამართლის ოჯახის წევრთან არის დაკავშირებული. შევხედოთ, გამოძიება როგორ წარიმართება,  მე მაქვს იმედი, რომ არის გარკვეული წინაპირობები პრემიერთან შეხვედრის, პრეზიდენტთან შეხვედრის და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდგომ. დრო გვაჩვენებს, რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება.  ვფიქრობ, რომ ეს შემდეგ საჯაროც გახდება იქიდან გამომდინარე, რომ ყველას გვქონდეს ინფორმაცია. მთავარია, ვისზეც შესაძლო ზეწოლა ხორციელდება, იყოს ყოველმხრივ დაცული, რათა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამისათვის აუცილებელია ასევე საზოგადოების მხარდაჭერა", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner