logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:18

 

 

„ჩვენი პოლარიზაციის ხარისხს ყველა აღნიშნავს და უფრო გასაკვირი იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს ეს რომ არ აღენიშნათ. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ გავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ამ არჩევნებზე საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„რა თქმა უდნა, იყო ხარვეზებიც, თუმცა ეს ხარვეზები არის ყველა ქვეყანაში, მათ შორის პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში. პატარა ტექნიკური ხარვეზი ყველგან შეიძლება მოხდეს და ამაში არაფერია გასაკვირი. როგორც ევროპარლამენტი, ასევე ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მეორე ტურზეც ჩამოვიდნენ. როგორ წესი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ადგილობრივ არჩევნებზე არ დადიან ხოლმე, მაგრამ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვისა და ამერიკისთვის. მათი აქ ყოფნა არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, განვახორციელეთ ბევრი რეფორმა ევროპასთან და ნატოსთან დასაახლოებლად. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner