logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ვისზეც რადიკალურად რეაგირებს და წყობილებიდან გამოდის ესაა ნიკანორ მელია
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:34

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება ნიკანორ მელიას მიმართ რადიკალურად განსხვავებულია და აბსოლუტურად ნეგატიური. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ღარიბაშვილი იმას, რომ თბილისში თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი პროგნოზი IPSOS-ის კვლევებით და „მთავარი არხის“ მონაცემებით ერთმანეთს დაემთხვა.

 

 „ამის ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება. კერძოდ, სააკაშვილისა და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას IPSOS-ის გაყალბებული კვლევებით რა თქმა უნდა არ უნდა მოეგო. მას მელიას გამარჯვება არ უნდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ვისზეც ყველაზე მეტად რადიკალურად რეაგირებს და წყობილებიდან გამოდის ესაა ნიკანორ მელია.

 

IPSOS-ის კვლევის შედეგები „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კითხვაზე, „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 51,6%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემს კახა კალაძეს, ხოლო 48,4%-მა - ნიკა მელიას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner