„საქართველოს მასშტაბით არსებული უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დაიხურა, არჩევნები „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით მმართველმა გუნდმა ყველა ოლქი მოიგო, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ახლა 2003 წლის სცენარს უბრუნდებიან და კვლავ არეულობის მოწყობას ცდილობენ, ისინი ხალხის მობილიზებას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გეგმავენ, რაც არ გამოუვათ, რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ხალხმა მათ უარი უთხრა!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებას.
მისი თქმით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
ჩიხელიძე პარტიებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების შედეგების მშვიდ გარემოში დათვლას:
„რევოლუცია არ გამოვა, რადგან ხალხი მათ მხარეს არ არის, ასევე, გასათვალისწინებელია საარჩევნო პროცესი, რომელიც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც მთელმა საქართველომ და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ნახა და აღიარა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ცესკომ შეძლო და არჩევნები მაღალ დონეზე ჩაატარა. მთელი დღის განმავლობაში არ ყოფილა, ისეთი დარღვევა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს, რადგან არცერთ მათგან საერთო შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. კრწანისის ოლქში პირველი ტურის მსგავსად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, ხმის დათვალა. მსურს მოვუწოდო პარტიებს, ხელი შეუწყვეთ არჩევნების მშვიდ გარემოში ვითარებაში ჩატარებას, დათვლის პროცესის დროს არ ჩაერიოთ კომისიის უფლებამოსილებაში. აღსანიშნავია, რომ ხმის ხდება ხმის დათვლის ვიდეო ფიქსაცია, ასევე, კომისიებში იმყოფება 17 წევრი, საიდანაც 8 ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.