თურქეთის ხელისუფლება 3 000 მოსამართლესა და პროკურორს ქონებას ჩამოართმევს. აღნიშნული კონფისკაცია შეეხება იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები, რადგან ამის გამო შესაძლოა, უდანაშაულო ხალხი დაზარალდეს. აქვე, პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელებას.