„დღეს აქ ხალხი შეიკრიბება იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ის, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ. არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას“, - ამის შესახებ მსახიობმა და 7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზუკა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან ის ადამიანები, ვისაც ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, ვისაც წაართვეს, ვინც დააინვალიდეს, ვინც დაიჭირეს, ვისაც მოუკლეს და, ძმა, დედა, მამა.
„დღეს შეიკრიბება ის ხალხი, ვისაც ამნეზია არ აქვს, ვისაც გვახსოვს, რაც მაშინ ხდებოდა. ის ხალხი შეიკრიბება, ვისაც წაართვეს, ვინც დააინვალიდეს, ვინც დაიჭირეს, ვისაც მოუკლეს და, ძმა, დედა, მამა და ა.შ. ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდათ და ასე არ შეიძლება. დღეს აქ ხალხი შეიკრიბება იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ის, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ. არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას“, - განაცხადა ზუკა პაპუაშვილმა.