logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა
- +

7 ნოემბერი. 2021. 14:01

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ.

 

„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner