logo_geo
eng_logo
ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
- +

7 ნოემბერი. 2021. 14:47

 

 

„დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმადნაგარში მდებარე საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა“, - ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კლინიკაში სულ 17 პაციენტი მკურნალობდა. გადარჩენილი 7 ადამიანიდან 5-ის მდგომარეობა სტაბილურია, 2-ის კი - კრიტიკული.

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ხელისუფლება იძიებს. შემთხვევას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner