logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ამ ეტაპზე სააკაშვილის არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ
- +

7 ნოემბერი. 2021. 15:10

 

 

 

 

„ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუმჯობესდება, არის ძალიან კარგი, მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, მთავარია, ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, არავის აღარ აქვს იმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა.

 

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის გაუმჯობესდება ნებისმიერი ფორმით, არის ძალიან კარგი და ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელობა არ აქვს, დეტალებში შევიდეთ, საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის პოზიტიური ინფორმაცია. ამის შესაბამისად, არავის აღარ აქვს იმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა. ზოგადად, საზოგადოებას აინტერესებს, რა კონკრეტული საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. ბუნებრივია, არსებობს კერძო კლინიკაში გადაყვანის პრეცედენტები, თუმცა არა შიმშილობის გამო. უნდა არსებობდეს ამის შესაბამისი საექიმო დასკვნები. თუკი აუცილებლობა იქნებოდა, ეს არ იქნებოდა დამალული, ამას ვერავინ დამალავს დედამიწის ზურგზე, თუკი რომელიმე დასკვნა იქნება სამედიცინო ხასიათის, სადაც იქნება ჩვენებები, რომ აუცილებელი იქნება მისი გადაყვანა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ რადიკალურ ოპოზიციას სურს, პოლიტიკური ტემპერატურა ასწიოს. ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გარდა, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში სხვა საკითხი არ დგას.

 

„სურათი არის ასეთი, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო, მას სურს, პოლიტიკური ტემპერატურა ასწიოს და დღეს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, გარდა პატიმარ სააკაშვილის შიმშილობისა, სხვა საკითხი არ დგას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ტრაგიკომედიაა, მაგრამ სამწუხაროა და ფაქტია, რომ ჩვენთვის არის პოზიტიური ინფორმაცია, თუნდაც ის საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, თუნდაც ექიმების დასკვნები, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის პოზიტიური. ეს არის ჩვენთვის ნორმალური და კარგი ინფორმაცია. ეს მათთვის აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია, რადგან თუ მაგალითად, სააკაშვილი ან შეწყვეტს შიმშილობას, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, აღმოვაჩენთ, რომ მათ დღის წესრიგში არსებული ის საკითხი, რის გამოც უნდათ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა ასწიონ, აღარ იქნება და ამიტომ ეს მათთვის ნეგატიური აღმოჩნდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner