„თუ წარსული არ გვახსოვს და არ გვინდა რომ გვახსოვდეს, მომავალი არ გვექნება. არ შეიძლება ის, რაც 14 წლის წინ ხდებოდა“, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. აქციის „არ აგარევინებთ“ მონაწილე მიიჩნევს, რომ საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
„არ დაუშვებს ქართველი ხალხი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. გამორიცხულია. დღევანდელ დღეს იყო „ნაციონალი“ არის სირცხვილი“, - განაცხადა მოლაშვილმა.