მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“ გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა,მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა, მსოფლიოში 41-ე ადგილზე დასახელდა, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის კი 40 საუკეთესოში, 38-ე პოზიციაზე გავიდა.
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს: სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
ინდექსი ეფუძნება მიზნობრივად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებს 11 საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტი:
GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე და 2 ფინანსურ დანაშაულზე:
თავის მხრივ ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა 4 ჯგუფად:
- მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა
- მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა
- სასამართლო კონტექსტი
- პოლიტიკური კონტექსტი
საქართველო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და შავიზღვისპირეთის ყველა სახელმწიფოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.