ირაკლი ღარიბაშვილი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა. ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - წერს პრემიერი.