logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაზე მაღლა, გავუფრთხილდეთ
- +

9 ნოემბერი. 2021. 12:47

 

 

„ძალიან რთულია ეპიდვითარება ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუსტერი ხალხმრავალი შეკრებებია.

 

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35%-ეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა {აცრების რაოდენობამ}. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner