„გუშინ ოპოზიციის მიერ დაანონსებული გრანდიოზული აქცია არ შედგა, მათი შეკრება უფრო აქცია აქციისთვის იყო და არა რეალური აქცია. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თითოეული იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც გუშინ/დღეს აქციაზე იყო, მაგრამ რეალურად ეს არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომელიც საზოგადოების განწყობას გამოხატავს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარ მიზანს ქვეყნის წინსვლის და განვითარების ხელის შეშლა წარმოადგენს:
„დღეს ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის, ამას ხვდება ოპოზიცია. ისინი საკუთარი, მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ, რომელიც მუხტს აწევს, მაგრამ ქვეყანაში არ არის რევოლუციის სურვილი, ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა, რომელსაც ოპოზიციამ თვალი უნდა გაუსწოროს. ოპოზიციის მთავარ მიზანს ქვეყნის წინსვლის და განვითარების ხელის შეშლა წარმოადგენს, დღეს ქვეყანას გაერთიანება და არა დაყოფა სჭირდება, ოპოზიციის მიზანს კი მხოლოდ დაყოფა წარმოადგენს. ისინი ღიად უპირისპირდებიან სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ასევე, ღიად ამცირებენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის შრომობენ. აი, ასეთია ოპოზიციის სახე, რომელიც შურისძიების სურვილით შეპყრობილი, სიძულვილის ენით გაჟღერებული ტექსტებით გვესაუბრება, საქართველოში ეს ბოროტი ძალა ვერასდროს გაიმარჯვებს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.