logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას, ჩვენ ორ ქვეყანას აქვს საერთო ისტორია, რელიგია და ძალიან ბევრი გამოწვევა
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:25

 

 

 

„საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მიმართ. ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ, რომელი ქვეყნები გვიჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსზე რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი იმ ქვეყანაში, რომელთანაც ვგრძნობ სიახლოვეს. ჩემი ვიზიტი ასახავს იმ პოლიტიკურ ნებას რაც ჩვენ ორივე ქვეყანას გააჩნია, რომ ამ ურთიერთობებზე ავაშენოთ უფრო გაღრმავებული, პოლიტიკურ-ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობა, ესაა საწყისი. ჩვენ ორ ქვეყანას აქვს საერთო ისტორია, რელიგია და ძალიან ბევრი გამოწვევები.

 

პატარა ქვეყნისთვის ესაა მძიმე სურათი, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს და ერთმანეთთან ვპოულობთ ძალას. მინდა პირველ რიგში გითხრათ, თუ რამდენად ვაფასებ პირადად და რამდენად აფასებს საქართველოს მოსახლეობა, საპატრიარქო იმას, რომ კვიპროსმა გადმოგვცა მიწა იმისთვის, რომ აღდგეს და აშენდეს მე-10 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არსებული ქართული მონასტერი და სასულიერო კერა. ესაა ძალიან სიმბოლური ნაბიჯი რამეთუ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ, რომ გვართმევენ ტერიტორიებს, ვიდრე იმას, რომ გვჩუქნიან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ვისურვო, რომ ეს იყოს ახალი ეპოქის სიმბოლო და ჩვენ ვნახოთ მომავალ წლებში ბევრად მეტი დაბრუნებული ტერიტორია. საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მიმართ. ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ, რომელი ქვეყანა გვიჭერს მხარს,“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით კვიპროსზე იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner