logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას კახეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:04

 

 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსრგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოშვილს და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს პროგრამის დეტალები გააცნო. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ახალი პროგრამის შესახებ.

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

 

შეხევდრაზე, რეგიონის რწმუნებულმა ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების მნიშვნელობას გაუსვა სხაზი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner