logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

13 ნოემბერი. 2021. 13:32

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდა, არ გაუგზავნოს „არასწორი გზავნილები“ ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

მხარეებმა საუბრისას აგრეთვე განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გასამართი ვირტუალური შეხვედრის საკითხებიც.

 

მანამდე, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მიიღებენ „ზომებს“, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ძალას გამოიყენებს ტაივანის არსებული სტატუს-კვოს შესაცვლელად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner