დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 700 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 784 091 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 716 382, გარდაიცვალა 10 975 პაციენტი.