logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად, ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა დაათვალიერა
- +

14 ნოემბერი. 2021. 15:53

 

 

ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობის პროცესს ოლიმპიურ ჩემპიონებთან და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კომპლექსი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობა 2022წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

ჩაქვში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იწყება. ასევე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner