ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზო განცხადების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის და ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ საუბრობს:
„1. არ დაიზაროთ, ყურადღებით მოუსმინეთ, ბევრ თემას ეხება. ნაცმოძრაობის მთელი ანატომიაა. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, ნაცმოძრაობა პოლიტიკაში თავს ვერ უნდა ჰყოფდეს. ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი. ამათ დემოკრატიის არაფერი სცხიათ.
მოუსმინეთ, ნუ დაიზარებთ. ვინც არ ხართ ჩახედული, გაიგებთ წინა მთავრობის ანატომიას.
"დამითაგეთ" საელჩოები, პარტნიორები, კუბილიუსები, ბელტები, პოტიგები...“ - წერს ამირან სალუქვაძე.