საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.
მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში ადგილმონაცვლე შესაძლოა, არ ჰყავდეს, რადგან „ლელოს“ პროტესტის გამო საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს.
შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს 4 ნოემბერს მიმართა. მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.