პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო ჩაანაცვლებს. ინფორმაცია ამის შესახებ „გირჩის“ Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„დღეს, საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის მე-5 ნომერი ჰერმან საბო იყო, შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. „შევდივარ, შევდივარ“, - გვითხრა მან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
ზურაბ ჯაფარიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. პარლამენტში შესვლის შემდეგ მან პარტია დატოვა. „გირჩს“ პარტიული სია არ ჩაუხსნია.