logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ვალის მართვის სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალის მოცულობას მომდევნო პერიოდში, არამედ მის სტრუქტურას
- +

16 ნოემბერი. 2021. 20:38

 

 

 „ვალის მართვის სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალის მოცულობას მომდევნო პერიოდში, არამედ მის სტრუქტურას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 მისი თქმით, 2020 წელს საგარეო ვალმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს, რაც არის კრიტიკული ზღვარი ქვეყნის კანონმდებლობით, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის  აღდგენის ტემპმა,  ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ვალის მოცულობა  53%-ზე ქვემოთ შეემცირებინა.

 

 „ახლახან, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვალის მართვის სტრატეგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე და ყველას აქვს  საშუალება, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ამ დოკუმენტთან მიმართებით წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები. ამ კონსულტაციების შემდეგ, მოხდება საბოლოო დოკუმენტის მიღება. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ამ დოკუმენტში არის პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ ვალსა და ლარში აღებულ ვალს შორის. დღეს გვაქვს, დაახლოებით, 80 პროცენტი. უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში სწორედ ამ ნიშნულზეა, რაც დიდი რისკის შემცველია ქვეყნისთვის. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ეს ბალანსი შევცვალოთ და მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩამოვიდეთ დაახლოებით, 65%-იან ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნას ავარიდოთ მუდმივი რყევების რისკი, მათ შორის, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე“,-  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner