logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი უბედურებაც ამაშია, რომ პოლიტიკოსები სამედიცინო, მედიკოსები კი პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკობენ
- +

16 ნოემბერი. 2021. 23:35

 

 

„ამ ხალხმა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა აიხირა და ხვალაც აიხირებს რაღაც უაზრობას და მარტო იმიტომ, რომ კრიზისს ქმნის ეს ახირება, ყველა არასწორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს?“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო მარტივია, ვიდრე კერძო სამოქალაქო კლინიკაში.

 

„უსაფრთხოების უზრუნველყოფა სად უფრო მარტივი იქნება? კერძო კლინიკაში, რომელიც სულ არ არის გათვლილი იმაზე, რომ იქ რაღაც დაცვითი ღონისძიებები იყოს განხორციელებული, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში? რასაკვირველია, პასუხი იქნება უდავოდ პენიტენციური დაწესებულება. უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, კერძო კლინიკაც დაცვადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი და გონივრული გამოსავალია.

 

ჩვენი უბედურებაც ამაშია, რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ სამედიცინო საკითხებზე და მედიკოსები ლაპარაკობენ პოლიტიკურ საკითხებზე. ადამიანებს გამოურეცხეს ტვინი და არწმუნებენ, რომ ის გადასაყვანია, მაშინ, როდესაც ამისთვის მიზეზი არავის აქვს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

მან ასევე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების საკითხზეც ისაუბრა.

 

„ბოლო 1 წლის განმავლობაში პანდემიის გამო დაახლოებით 47 000 სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა. ეს ხდება ყველგან. ეს პანდემიის მოტივით მოხდა, თუმცა პანდემია არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დისტანციურად ჩატარდეს სასამართლოს პროცესი. ეს ფორმა აღიარებული და ნორმალურია.

 

გადაწყვეტილების გონივრულად მიღება იმით განისაზღვრება, რომ უნდა ავწონოთ ყველა არგუმენტი და ყველაზე წონადის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. ხომ არ შეიძლება ცალმხრივად მივიღოთ გადაწყვეტილება? ყოველთვის, როდესაც პროცესის დღე მოდის, იქ აქციებს ვხედავთ. ბევრი „ცხელთავიანი“ და თავქარიანი ადამიანის ასპარეზად იქცა ეს ყველაფერი. ეს არის გარემოება, რომელიც მხედველობაში არის მისაღები. მიხეილ სააკაშვილი ესწრება ამ პროცესს, ოღონდ დისტანციურად. თუ მისი ფიზიკურად წარდგენა ვერ მოხერხდა, ეს პროცესის ნაკლი არ არის. პროცესში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და ეს არავის შეუზღუდავს. ასე მიმდინარეობს 47 000 სისხლის სამართლის საქმე. უფლების დარღვევად ამის მონათვლა არის უბრალოდ აბსურდი, ეს ნონსენსია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner