„როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ სწორი, ადეკვატური კრიტიკა გაისმის, მხოლოდ მაშინ, ერთ ხმაში აკეთებენ განცხადებებს, რომ ჩვენი ქვეყანა სცილდება დასავლურ ვექტორს“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და აქვეყნებს ვიდეოს თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციის მხრიდან შეტევა საერთაშორისო პარტნიორებზე.
ფოჩხუა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები თუ ტელევიზიები ახდენდნენ დიპლომატიურ კორპუსზე ზეწოლას ამ დროს არ ახსენდება არასამთავრობოების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
„ისევ ორმაგი სტანდარტი! როცა ეს მართლა ანტიდასავლური ძალა ლანძღავს და ამუნათებს, აწარმოებს ორკესტრირებულ შეტევას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსზე, რატომ სდუმან არასამთავროები? რატომ მაშინ, როცა "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ სწორი, ადეკვატური კრიტიკა გაისმის, მხოლოდ მაშინ, ერთ ხმაში აკეთებენ განცხადებებს, რომ ჩვენი ქვეყანა სცილდება დასავლურ ვექტორს. ხალხი აღარ ტყუვდება, მშვენივრად არჩევენ ტყუილ-მართალს, ამიტომაც არის რომ საზოგადოებაში დაბალ ნდობა აქვთ, რაც 9 წელია არჩევნებით დასტურდება“, - წერს ნინო ფოჩხუა.