logo_geo
eng_logo
AMA: კოვიდდეზინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს
- +

17 ნოემბერი. 2021. 16:37

 

 

 

„კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამიზნულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების თაობაზე და იმაზე, თუ როგორ ხდება დაინფიცირება. ზოგიერთი მედიკოსის მხრიდან დაფიქსირდა ტესტირების გარეშე, პაციენტებზე მკურნალობის ფაქტები კონკრეტული პრეპარატებით. 

 

„კოვიდ-19“- ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტების ჯანმრთელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ვაქცინაციის მიმართ ნდობას მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- აღნიშნულის შესახებ  ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ასოციაცია (AMA) ავრცელებს განცხადებას.

 

 ორგანიზაციამ ორშაბათს ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმ ექიმებისა და მედიცინის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც კოვიდპანდემიის თაობაზე დეზინფორმაციას  გამიზნულად ავრცელებდნენ. 

 

ახლად შემუშავებული პოლიტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ასოციაცია (AMA), ასევე, შეისწავლის ჯანდაცვის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებს და მის ზეგავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ორგანიზაცია შეიმუშავებს ყოვლისმომცველ სტრატეგიასაც აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.

 

სამედიცინო სერტიფიცირების მსხვილი დაწესებულებები, ასევე, გეგმავენ  ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არსებულ პრობლემასთან საბრძოლველად. ისინი აპირებენ ლიცენზიის ჩამორთმევას იმ ექიმებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინების შესახებ მიზანმიმართულად გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას.

 

აშშ-ის საოჯახო მედიცინის, შიდა მედიცინისა და  ამერიკის პედიატრიის საბჭოებმა ერთობლივი განცხადებით უკვე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სამედიცინო საბჭოების ფედერაციის (FSMB) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

 

წყარო: https://www.fiercehealthcare.com/practices/ama-moves-against-doctors-who-are-spreading-covid-19-disinformation?fbclid=IwAR2kRwAlDeqbC57qGWudLuEKRp9ZfSsCS6XcMIQH8fPAuMAnGN9HVSWmbl0

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner